Friday, June 17, 2011

13 წელი იმ 8 მარტიდან და წერილი გოგი დოლიძის სახლიდან...


"ატირებული დამრჩა მთაწმინდა“ - ამ სახელწოდების სტატიას აქვეყნებს ნუნუ კუპრეიშვილი ჟურნალ

"დროშის" 1996 წლს მარტის ნომერში.

13 წელი გავიდა იმ 8 მარტიდან. გარდაიცვალა გოგი დოლიძე - კაცი, რომელიც მღეროდა გულით.რა ხდებოდა 13 წლის წინ მარტის დღეებში ამ ამბის გამო, ზემოხსენებული სტატიიდან ამონარიდებით გიამბობთ:
"წვიმს...
ორი დღეა გადაუღებლად წვიმს.
ეს წვიმა გაზაფხულის წვიმას როდი ჰგავს. ეს ზღვა ცრემლია, დედა სამშობლო რომ დასტირის და ეთხოვება თავის რჩეულ შვილს.


...იძალა დედაბუნებამ, თოთხმეტი მარტის ცაზე გამოჩნდა მზის სხივი და დააცხუნა ირგვლივეთი.
მოდის და მოდის ზღვა ხალხი, წმიდა ნიკოლოზის ეზო-მიდამო ვერ იტევს მოზღვავებულ ნაკადს და ივსება თვალსაწიერი.
ისმის ჩუმი და ხმამაღალი ქვითინი.


ტირის ქალი და კაცი, დიდი და პატარა.
ათიოდე წლის გოგონას ფერმკრთალ ლოყაზე ღვარად


ჩამოსდის ცრემლთა ნაკადი.
ეს ანგელოზის ცრემლია, მისთვის დაღვრილი.
ერთად თავშეყრილი ამდენი ჭირისუფალი დიდი ხანია თბილისს არ ახსოვს.
"რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს, მე ყველასი მოტრფიალე ვარ..." სწორედ იმ სიყვარულის წილ ერგო ასეთი სიყვარუ


ლი.
როცა მოვკვდე გულზე ცრემლი დამაყარე, იქაც შენი მარგალიტი მამკობდეს"...
- ეს ანდერძიც აუსრულდა."...ლეგენდის სათავეში მდგომი, საქართველოს მომღერალი ბატონი გოგი, ჩვენი გოგი, უბრალოდ თბილისელი ბიჭი გოგია...“ - გაისმა წმიდა ნიკოლოზის ტაძრის კედლებში გამოსათხოვარი სიტყვები.
„სიტყვის კაცი, უღალატო, გულიანი, სუფთა, ალალი, უაღრესად კოლორიტული ქართველი, ტკბილხმიანი მომღერალი, ახლობელი და მისაღები ყველასთვის“. - ასე იტყვის გოგი დოლი


ძეზე ეკა მამალაძე.
მისი სათაყვანებელი "ქართული ხმების" "მრავალჟამიერი" და მის პატივსაცემად მოსული ათიათასობით ჭირისუფალი ტაშით მიაცილებს სამარადისო სასუფეველში...
მაგრამ სიცოცხლე გრძელდება.
მას, გოგის სიმღერასთან ერთად, მისი საფიცარი შვილი, პატარა ლევან დოლიძე გააგრძელებს..."



ამ წერილს გოგი დოლიძის სახლიდან ვწერ...
წლების წინ ამის მსგავსს ვერაფერს წარმოვიდგენდი, ახლა კი უკვე წლებია გოგის სახლში ვცხოვრობ. ეს უბრალოდ და შემთხვევით არ მომხდარა.
გოგი დოლიძის შვილს, ლევანს უნივერსიტეტში დავუახლოვდი, საქართველოს ისტორიას ერთად ვმეცადინეობდით, ერთად ვმოძრაობდით. მოკლედ დავმეგობრდით. მე, რაიონიდან ჩამოსულს, საქირავები ფართის ცვლა ხშირად მიწევდა. მალ-მალე გადავდიოდი ბინიდან ბინაში.
"შენ საცხოვრებელში ფულს რატომ უნდა იხდიდე, მამაჩემის სახლი დაკეტილი მაქვს, მერე მუზეუმის გაკეთებას ვაპირებ, მანამდე შედი და იცხოვრე!".. მითხრა ერთ მშვენიერ დღეს ლევანმა.
არ მჯეროდა! ახალგაზრდა 19 წლის ბიჭის, კეთილი ახირება მეგონა.
თავის დაბადების დღეს დამადგა თავზე ნაქირავებ ბინაში და გამომიცხადა: "დღესვე გადადიხარ მამაჩემის სახლში!“ სიხარულისა და გაოცებისაგან ენა მებმოდა... თავი სიზმარში მეგონა...
ვცხოვრობ ახლა, აგერ უკვე მე-5 წელია, გოგი დოლიძის 43-ში, გოგი დოლიძის სახლში, მისი სურათების, გიტარების, პიანინოს, სხვა ნივთების გარემოცვაში. აქ ცხოვრება ძალას მმატებს, წინ მწევს.
გოგის სახლიდან ხშირად ისმის მისი ხმა. ბევრჯერ ითქვა და ითქმება გოგის სახლში მისი სადღეგრძელო.
მადლობას ვუძღვნი გოგის სულს, მის მეუღლეს - ქეთი დეიდას, შვილს - ლევანს, და, რა თქმა უნდა, ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის!
"დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო".. ძეგლი არ ჭირდება დიდებულ ადამიანს, მთავარია სახელი დარჩეს სახელად...

"გავა დრო და მოუყვები შვილებს, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს...

"



ჟურნალი "ახალგაზრდობა" 2009წ. მარტი
გიორგი ლიპარიშვილი
ზურა ხარაზიშილის ფოტოები

გოგი დოლიძე - კაცი, რომელიც მღეროდა გულით...