დღეს, 19 ოქტომბერს, “ბრავო რექორდს”-ის ყველაზე უნიკალური და ექსპერიმენტალური პროექტის, გოგი დოლიძის ალბომის “იყო არა იყო რა...” პრეზენტაცია გაიმართა.
გასული საუკუნის 90-იან წლების შუაში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა “მელოდიაში”, გოგი დოლიძე მისი ახალი ალბომისათვის სიმღერებს წერდა.
“ბრავო რექორდსმა” გოგის ვაჟის, ლევან დოლიძის და ამ პროექტის ავტორის - ქეთი ლოლაძის თანადგომით შესძლო მოეპოვებინა ეს უნიკალური, ცალკე ტრეკზე, ჩაწერილი სიმღერები - გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე.
პროექტისათვის უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე შეირჩა. იგი მსმენელს გოგის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალ, თანამედროვე ვერსიებს მრავალფეროვანი ინსტრუმენტალური აკომპანიმენტით სთავაზობს.
დისკი უკვე გაყიდვაშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა ადგილებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ალბომში, 11 ყველასათვის საყვარელი ჰიტის ახალი ვერსიაა შესული:
1. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო
2. იყო არა იყო რა
3. ხმალი ავლესოთ
4. ძველებური თბილისური
5. გავა დრო და მოვუყვებით შვილებს
6. თბილისი
7. გულო
8. ქართველების ერთად ყოფნა
9. აყვავილდა ნუში
10. ომში წასულო ვაჟკაცო
11. ალგეთს ლეკვები მგლისანი
No comments:
Post a Comment